“მიუღებელია კასკადი იმ პოლიტიკური ბრალდებებისა, რომელთა დიდი რაოდენობის წყარო თავად ბრიუსელი, ან ზოგიერთი სხვა დედაქალაქია” – მახაშვილი
“მიუღებელია კასკადი იმ პოლიტიკური ბრალდებებისა, რომელთა დიდი რაოდენობის წყარო თავად ბრიუსელი, ან ზოგიერთი სხვა დედაქალაქია”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრს ქვეყნებთან ჰქონდეთ კონსტრუქციული დამოკიდებულება.
” იმედია, თავად ევროკავშირიც გაიაზრებს, რომ ამ პროცესისთვის ხელოვნური, უსამართლო ბარიერების შექმნა არ ემსახურება არც მის ინტერესებს და ეს იქნებოდა მისი მხრიდან გეოპოლიტიკური შეცდომა“, – აღნიშნა მახაშვილმა.
შეგახსენებ, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მიხედვით, საქართველომ პროგრესს ვერ მიაღწია.