საპატრიარქო: მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები