უხვმა ნალექმა გორში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა გორში პრობლემები შექმნა. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძევერასა და შერთულში ადიდებულმა მდინარე ლიახვმა გარკვეული სირთულეები შექმნა. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, შედეგად კი, მიწის ნაკვეთები სახლის ეზოები დატბორა. ადგილზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან, ასევე მობილიზებულია მელიორაციის სამსახურის კუთვნილი ტექნიკა.
ამასთან, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. დატბორილია ეზოები, სახლები და სავარგულები. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია, მიზეზი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა.