ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელში, დროებით საელჩო დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მარკო რუბიოს უწყების ცნობით, იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისამდე არ იფუნქციონირებს. დროებით დაიხურება ამერიკის საკონსულო თელ-ავივში.
„უსაფრთხოების სფეროში არსებული სიტუაციისა და ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო აშშ-ის საელჩომ განკარგულება გასცა, რომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები საცხოვრებელ ადგილებთან არსებულ თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.