შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, საქართველოსა და მალტას შორის ორმხრივ ურთიერთობებში გაჩნდა კავშირების გაღრმავების საჭიროება. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირებზე, მათ შორის, სექტორულ კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე. აგრეთვე, მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ხალხთაშორის ურთიერთობების, განათლების, ზღვაოსნობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილი ანჯელო ფარუჯას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესზე ესაუბრა; აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს მალტა მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ანჯელო ფარუჯა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ მალტის გამოცდილებაზე ესაუბრა და ამ საკითხზე საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა დააფიქსირა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები