შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტ ვალერი ღაბუს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას ხანგრძლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცეპრეზიდენტს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო ენერგოკრიზისს ევროპაში და საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
აღინიშნა, რომ ივნისში საქართველოში იმართება ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სამიტი. ვალერი ღაბუმ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ივნისში, საფრანგეთში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებისა და საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ფრანგული მხარისთვის ინფორმირმაციის გაზიარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები