ავტოსაგზაო შემთხვევას გლდანში ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
გუშინ გვიან ღამით გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ მამაკაცს დაეჯახა, ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძულია სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-7 ნაწილით.