ჯანმო: ჰანტავირუსით ინფიცირების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საკრუიზო გემის მგზავრებს შორის ანდების შტამის ჰანტავირუსის ინფექციის შვიდი შემთხვევა დაადასტურა.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა MV Hondius-დან ევაკუირებულ პირში დადასტურებული შემთხვევა გამოაცხადა.

ჯანმო-ს მონაცემებით, ამ ეტაპზე უკვე სამი გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები