შალვა პაპუაშვილი: ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდეს შიო მესამეს – მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს

“ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია,”- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მუჯირის არჩევას.

მისივე თქმით, მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.

,,დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის.

უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი – ინებოს უფალმა, რათა მრავალი წლის მანძილზე სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.

ღვთის წყალობა და მადლი არ მოჰკლებოდეს მას. მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.

ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 – წლოვანი ეკლესია,”- წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები