სტიქია კახეთში – საგარეჯოში სეტყვამ პრობლემები შექმნა

საგარეჯოში სტიქიამ პრობლემები შექმნა. დაზარალებული მოსახლეობა მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.
რამდენიმეწუთიანმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები დააზიანა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.

ქარიშხალმა მოგლიჯა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. სპეციალური კომისია სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები