ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში საქმის გაგზავნის თაობაზე დავალება არ მიუცია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სტრასბურგის სასამართლოში საქმის გაგზავნის თაობაზე დავალება არ მიუცია.
“სტრასბურგთან დაკავშირებით სულ ორ სიტყვას ვიტყვი, ჩემი კონტრაქტორი მხარე არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი, მას ჩემთვის ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება ან დავალება არ მოუცია”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.