ქუთაისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაშავდა

ქუთაისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევა პარლამენტის შენობასთან, აბაშიძის გამზირზე მოხდა. ერთმანეთს “მერსედესის”, „მიცუბიშისა“ და „ჟიგულის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, “მერსედესის” მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ ქუთაისის კატასტროფის ცენტრში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები