აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ, შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ამერიკული დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლების ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
კადრებში ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკული დრონის ჩამოგდებას.
ამასთან, ვიდეოში ასახულია როგორ ასხამენ საწვავს რუსული გამანადგურებლები ამერიკულ დრონს, რის შემდეგაც რუსული გამანადგურებელი დრონს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.
ამის შემდეგ ვიდეო კადრები აღარ ჩანს, რადგან რუსული გამანადგურებელი MQ-9 Reaper-ს ეჯახება, პროპელერს აზიანებს და აშშ-ს საბოლოოდ აიძულებს, რომ მათი დრონი შავ ზღვაში ჩამოაგდონ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი შეჯახების ფაქტს ამ დრომდე უარყოფს.
ცნობისთვის, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი – სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს 14 მარტს შეეჯახა. აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, აღნიშნული კატასტროფა „რუსების არაპროფესიონალური ქმედების“ შედეგი იყო.
The US military has released footage of the mid-air encounter between a Russian fighter jet and a US drone that was forced down over the Black Sea. https://t.co/68ZNOJ93W0 pic.twitter.com/DPsbQomsOY
— CNN (@CNN) March 16, 2023