ნეაპოლში, „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე, ფრანკფურტის „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა.

როგორც იტალიური მედია იუწყება, გერმანელი ქომაგები, რომლებსაც თამაშზე დასწრების უფლება არ აქვთ, თავდაპირველად სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ და პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

შეტაკებების შედეგად ქუჩებში ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია მაღაზიის მინები.

როგორც ცნობილია, პოლიციამ ვითარების გაკონტროლება უკვე შეძლო, მაგრამ ადგილზე დაძაბულობა კვლავ მაღალია.

ამ ეტაპზე, დაშავებულების ან დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები