ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საპოლიციო სერვისები
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საპოლიციო სერვისები.
„გარდა საპოლიციო მიმართულებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საპოლიციო სერვისები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს გორის ფილიალი შეემატა, სადაც მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისის მიღება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლიათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.
ამასთანავე, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ, მომსახურების გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომსახურების სააგენტოში მუდმივად ხდება არსებული სერვისების დახვეწა და სიახლეების დანერგვა.