თურქეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

თურქეთში 4 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, შესაბამისი მოთხოვნით ქვეყანას რუსეთმა მიმართა.

PrimeCrime-ის ინფორმაციით, სადეპორტაციო ციხეში ოთხი პირია გაშვებული.

ანტალიაში დაკავებულთა შორის არიან: ჰუსეინ ახმადოვი (ჰუსეინ სლეპოი), ვლადიმერ ჟურაკოვსკი (ვოვა ფუხლი), ოთარი ტოტოჩია (ბატია), ელგუჯა თურქაძე (გუჯა).

გაირკვა, რომ თურქეთის ხელისუფლება მოქმედებდა რუსეთიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, რომელიც რუსეთის ფსბ-ს მიერ არის გაგზავნილი და რომელშიც იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებიც, მოსკოვის აზრით, “თურქეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ“.

გამოცემა წერს, რომ უცნობია რამდენი ადამიანია ამ სიაში, მაგრამ ბევრად მეტია, ვიდრე 4 “კანონიერი ქურდი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები