ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “კვირას” ხელვაჩაურის მერის სარფის წარმომადგენლობაში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს და ტერიტორიის გაწმენდა სწრაფად მოხდება.
“ქვის ლოდები ჩამოიშალა ცენტრალურ გზაზე. არავინ დაშავებულა. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე მივიდნენ. ადგილზეა ტექნიკაც. სწრაფად მოხდება ტერიტორიის გაწმენდა. მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია”,- განუცხადეს “კვირას” ხელვაჩაურის მერის სარფის წარმომადგენლობაში.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.