გურამ მაჭარაშვილი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება, რომელთა მიხედვითაც რეგულაციები მკაცრდება არაერთი მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლის მიმართ უპატივცემულობა, თუ მასზე ზემოქმედება. ასევე, შეზღუდვები შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღებასაც.

მაჭარაშვილის განცხადებით, კანონში ის ცვლილებები შედის, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დაცულია უმაღლეს დონეზე.

„საუბარი არ არის მხოლოდ პროვოკაციებზე, ფიზიკურ დაპირისპირებაზეც კი გადავიდნენ ისე გათავხედდნენ [რადიკალური ოპოზიცია], რომ მანდატურებს ფიზიკურად შეეხნენ. გამორიცხულია რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი პროცესი ნახოს ვინმემ და თუ ნახავს იქნება უმკაცრესი სასჯელები. ჩვენ, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ამ მიმართულებითაც გვქონდა, რა თქმა უნდა, ხარვეზები და ესეც იყო ზუსტად „დიფ სთეითიდან“ და გლობალური ომის პარტიის ზეწოლიდან გამომდინარე.
ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები