საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრს, დავორ ბუნოზას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრს, დავორ ბუნოზას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის სამართლის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას.

პაატა სალიამ დავორ ბუნოზას იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრაზე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს იუსტიციის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროებში სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.

პაატა სალიამ კოლეგა 2026 წლის საჯარო სერვისების ფორუმზე, საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები