შალვა პაპუაშვილი: იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, ქვეყნისთვის ყველა რისკის თავიდან აცილების პროცესში, უსაფრთხოების თანამშრომლების დამსახურება ძალიან დიდია
„ბატონო ანრი, თქვენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, „- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, ქვეყნისთვის ყველა რისკის თავიდან აცილების პროცესში, უსაფრთხოების თანამშრომლების დამსახურება ძალიან დიდია.
„იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, სწორედ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ არცერთი რისკი, რომელიც რეალური იყო არ რეალიზდა. საქართველოში შენარჩუნებულ იქნა უსაფრთხოების ის გარემო, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ეკონომიკის ზრდის რეკორდული მაჩვენებლებიც მიუთითებს, რომ უსაფრთხოების გარემო არის შექმნილი ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის,” – განაცხადა პაპუაშვილმა.