პრემიერმინისტრი მიუნხენის კონფერენციის გახსნის სესიას დაესწრო
საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას დელეგაციასთან ერთად დაესწრო. მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰოისგენმა გახსნა.
გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა – ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერმინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე – ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.