პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ასევე, დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში, პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები