შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარე სპეცოპერაციების შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს.
მისი თქმით, ღონისძიება დღის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება.
„დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით.
ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა კუპატაძემ.