ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი იყო
ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლის შედეგად დამწვარია ორი მაღაზია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულების შესახებ კი, უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.