“დელეგაციას ვაცნობე, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა” – პაპუაშვილი
“თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრების დელეგაციას ვუმასპინძლე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“განვიხილეთ მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული და დაძაბული ვითარება. ყურადღება გავამახვილეთ რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზე. აღვნიშნეთ თურქეთის მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სატრანსპორტო-სატრანზიტო კუთხით.
შეხვედრაზე აღვნიშნეთ თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების როლი. დელეგაციას ვაცნობე, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა.
შეხვედრაზე დადებითად შევაფასეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. აღვნიშნე გასულ კვირას ჩემი ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
ყურადღება გავამახვილეთ აქტიურ გაცვლაზე, საპარლამენტო დონეზე, მათ შორის, კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.
თურქულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრების დელეგაციას ვუმასპინძლე.
განვიხილეთ მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული და დაძაბული ვითარება. ყურადღება გავამახვილეთ რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზე. აღვნიშნეთ თურქეთის მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სატრანსპორტო-სატრანზიტო კუთხით.
შეხვედრაზე აღვნიშნეთ თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების როლი. დელეგაციას ვაცნობე, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა.
შეხვედრაზე დადებითად შევაფასეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. აღვნიშნე გასულ კვირას ჩემი ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
ყურადღება გავამახვილეთ აქტიურ გაცვლაზე, საპარლამენტო დონეზე, მათ შორის, კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.
თურქულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა”, – წერს პაპუაშვილი.