გივი მიქანაძე: ევროპის სახალხო პარტიამ და ALDE-ს ჯგუფმა განცხადება, რომელზეც მე გავაკეთე აქცენტირება, რომ შანტაჟის იარაღად არ მივცემთ ევროკავშირს, რომ გამოიყენოს მოლაპარაკების გახსნის თემატიკა, გამოიყენეს იმისთვის, რომ თავიანთი მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალების მიმართ საქართველოში გარკვეულ მხარდაჭერად ეჩვენებინათ ეს პოზიცია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, „ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ  თითქოს 300 000 ხმა გაყალბდა, თავად დასავლელი პარტნიორებისთვისაც დაუჯერებელია.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, განაცხადზე, რომ არ მივცემთ ევროკავშირს შესაძლებლობას მოლაპარაკებების გახსნის თემატიკა შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, შემდგომში ამაზე აეწყო ძირითადი ნარატივი. ამით მათ, შეიძლება ითქვას, თავიანთი მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალებისადმი სოლიდარობა გამოხატეს საქართველოში.

 

„ერთ-ერთ უკრაინელ დეპუტატთან კომუნიკაციის დროს მან მითხრა, რომ ოპოზიცია, რაზეც აკეთებს აქცენტირებას თითქოს 300 000 ხმა გაყალბდა – ეს არის დაუჯერებელი. მან ასევე მითხრა: „გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, თუმცა იმასაც გეტყვით პირდაპირ, რომ დიდად არ გაგვხარებია, რომ ისევ თქვენ გაიმარჯვეთ.“
ეს პოზიციები საინტერესოა და ეს ხდება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დაახლოებით 15-20 რიცხვამდე.
შემდგომში, როგორც ჩანს, ამ კონკრეტულმა ძალებმა, განსაკუთრებით ევროპის სახალხო პარტიამ და ALDE-ს ჯგუფმა განცხადება, რომელზეც მე გავაკეთე აქცენტირება, რომ შანტაჟის იარაღად არ მივცემთ ევროკავშირს, რომ გამოიყენოს მოლაპარაკების გახსნის თემატიკა, გამოიყენეს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, თავიანთი მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალების მიმართ საქართველოში გარკვეულ მხარდაჭერად ეჩვენებინათ ეს პოზიცია.
შემდგომში ამაზე აეწყო ის ძირითადი ნარატივი.
ამის დამადასტურებელია ის განცხადებები, რაც გაკეთდა ლუქსემბურგში – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები