საჩხერეში სოფლის კრებები გრძელდება – ამჯერად, შეხვედრები ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე  – გაგა დარბაიძე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

მერიის ცნობით, ზედა ორღულის, ქვედა ორღულის, სხვიტორის, ჩიხისა და დუნთის მოსახლეობამ სხვადასხვა პროექტებზე იმსჯელა და მათგან ყველაზე პრიორიტეტული შეარჩია.

“ზედა ორღულში სასაფლაოსკენ მიმავალი გზა და ფანჩატური მოეწყობა.
ქვედა ორღულში სასაფლაოს შემოღობვასა და გარეგანათებას შორის არჩევანი სასაფლაოს შემოღობვაზე გაკეთდა.
სხვიტორის მოსახლეობამ საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, საუბნო გზების მოხრეშვები და სანიაღვრეს მოწყობა განიხილა, გადაწყდა ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.
ჩიხაში დღის წესრიგში დადგა: სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია; შიდა საუბნო გზების მოხრეშვა; სანიაღვრე არხების მოწყობა და გარეგანათება. ხმების უმრავლესობა სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციამ მიიღო.
დუნთაში ორი უბნის შემაერთებელი გზის მოწყობა და სასაფლაოსთან მიმავალი გზის მოხრეშვა დასახელდა, მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასაფლაოსკენ მიმავალი გზა რეაბილიტირდება”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები