წეროვანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, წეროვანში სკვერის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
მცხეთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი, ატრაქციონებით და ფანჩატურით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის ფილები. დამონტაჟდა კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგო. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები წეროვანში ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.