გომბორი-შუამთის მონასტრის გადასახვევზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები