ირაკლი ღარიბაშვილი: კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან შეხვედრას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ქვეყნებს შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.
„მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოში. ბატონი კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ორი ქვეყნის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განვიხილეთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
Honored to host first ever official visit of Austrian Federal Chancellor in 🇬🇪. This historic visit of @karlnehammer reconfirms 🇬🇪🇦🇹 dynamic co-op & 🇦🇹's firm support to 🇬🇪’s integration w/🇪🇺. Along w/other matters discussed prospects of deepening trade & econ ties. pic.twitter.com/i2eL1KV15d
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 30, 2023