ქუთაისმა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 10 მილიონი ლარი მიიღო

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 10 მილიონი ლარი მიიღო.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით ქუთაისში 7 მასშტაბური პროექტი განხორციელდება:

ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობა , 1 800 000 ლარი;

ავტომშენებლის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია, 1 000 000 ლარი ;

სპორტის სასახლის რეაბილიტაცია, 950 000 ლარი;

ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია, 800 000 ლარი;

ავტომშენებლის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია, 1 000 000 ლარი;

ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის რეაბილიტაცია , 800 000 ლარი;

რუსთაველის გამზირისა და გ. ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია, 3 650 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები