ახალციხეში თევზჭერის სამოყვარულო ტურნირი გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხელოვნურ ტბაზე თევზჭერის სამოყვარულო ტურნირი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში გამარჯვებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ილია ზარდიაშვილმა და ვაჟა გაჩეჩილაძემ, კულტურის სამსახურისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

„შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, მასში 10-14 და 15-18 წლის ასაკის გოგონები და ბიჭები მონაწილეობდნენ, ღონისძიებაში 60 მონაწილე ჩაერთო.

10-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – პირველი ადგილი რობერტ ბაგოიანმა დაიკავა, მეორეზე ჰაიკ პეტროსიანი გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი საბა მოდებაძე გახდა. 15-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – პირველი ადგილი არმან მელქონიანმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე ოთარ მაზაშვილი გავიდა. ტურნირში ყველაზე დიდი თევზის დაჭერისთვის დასაჩუქრდა ერვანდ ზურნაჯიანი.

თევზჭერის სამოყვარულო ტურნირი მერიისა და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის – „თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი სახლები საქართველოსა და სომხეთში“ – ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ჩატარების იდეა კი ახალციხელ თენგიზ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის,“- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები