ტყიბულში ჯართის შეგროვებისას 40 წლის უსინათლო შენობის ნანგრევებში მოყვა
ტყიბულში 40 წლის უსინათლო ზვიად ჩხიკვაძე ყოფილი შახტის ე.წ “სტალინი ორის” მიმდებარე ტერიტორიაზე ჯართის შეგროვების დროს ამორტიზირებული შენობის ნანგრევებში მოჰყვა, ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება “ოკრიბანიუსი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჩხიკვაძე სავარაუდოდ სინკარიდან რკინის ამოღებას ცდილობდა, როცა შენობის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, საპატრულო და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა მისი ნანგრევებიდან ამოყვანა მხოლოდ ექსკავატორის საშაუალებით მოხერხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, დაშავებულს მარჯვენა ტერფის დაჟეჟილი ჭრილობა აღენიშნება, რომელიც სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.