ვანის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა მამასახლისების სახლი გაანადგურა (ფოტოკოლაჟი)
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად რომან მამასახლისის საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა. როგორც დაზარალებულმა აღნიშნა, ხანძარი სავარაუდოდ მოძველებული ელექტროსადენებიდან ჭერში გაჩნდა. ვანის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მოადგილის ლაშა გიორგაძის განცხადებით, დაზარალებული ღამეს ბიძაშვილებთან გაათევს, ხვალ კი შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.