ავარიას ქობულეთში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ფიჭვნარის დასახლებაში მაშინ მოხდა რა დროსაც “ჰონდას” მარკის ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა.
მოტოციკლზე მჯდომი ორი ძმა ადგილზევე გარდაიცვალა. ავტომანქანაში მყოფი ორი დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მათგან ერთის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც სამაშველო ჯგუფში აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილის მგზავრები სომხეთის მოქალაქეები არიან.