„მერაბიშვილმა შარაშიძეს აგდებულად უპასუხა – რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო? ამან შარაშიძის მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა გამოიწვია“ – „უცნობის“ სიძის ადვოკატი

მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი შარაშიძის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს.

„როდეც ის [მერაბიშვილი]აფთიაქიდან გაიქცა, შარაშიძე ამბობს, რომ არ გაჰკიდებია. სწრაფი ნაბიჯით გავყევი, კარები გავაღე, დავინახე, რომ ოციოდე მეტრში ის მანქანაში ჯდებოდა, არავინ ელოდებოდაო. შეურაცხმყოფელი სიტყვები მივაძახეო. შარაშიძეც მარტო იმყოფებოდა.
როდესაც შარაშიძე აფთიაქში შევიდა, პირი მიამსგავსა მერაბიშვილს, დასაზუსტებლად ჰკითხა, ვანო მერაბიშვილი ხარო? მე ბუტა რობაქიძის მეგობარი ვარ, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძეო? როგორც გიორგი ამბობს, მისი რეაქცია აინტერესებდა, რამდენად სინანულს გამოხატავდა, თუ რამდენად აგდებულად უპასუხებდა. გამოვიდა, რომ მან აგდებულად უპასუხა, თქვა – რა დროს, თუ რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო? სავარაუდოდ, გულისხმობდა, ახალი წელია და რა დროს მაგაზე ლაპარაკიაო. ამან გამოიწვია მისი [შარაშიძის] მდგომარეობიდან გამოსვლა, ხელის მოქნევა. 2- 3 მოქნევა იყო, შემდეგ წიხლის მოქნევა. როგორ მოხდა, ამოიღეთ ვიდეოთვალის ჩანაწერები და იქ ყველაფერი იქნება დაფიქსირებულიო.
სავარუადოდ, გამოძიება შუამდგომლობით შევა, თუ უკვე შესული არაა, რომ სასამართლოდან განჩინება მიიღოს, რათა ამ ვიდეოთვალის ჩანაწერები ამოიღოს. შემდეგ, ალბათ, მის ჩვენებას შეადარებენ.
ეს შემთხვევა შარაშიძის საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე აფთიაქში რომ არ ყოფილიყო,რაღაც ეჭვები შეიძლება, გაჩენილიყო [წინასწარ განზრახვაზე], მაგრამ ის ჩავიდა აფთიაქში, რაღაცები შეიძინა და მოტივი რეალურად იქ გაჩნდა – მერაბიშვილს ასე რომ არ ეპასუხა, ალბათ, ინციდენტი არც იქნებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები