მკვლელობა თბილისში – ჯავის ქუჩაზე 50 წლამდე კაცი მოკლეს

თბილისში, ჯავის ქუჩაზე 50 წლამდე კაცი მოკლეს.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ბონდო კისიევია. ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასთან, სავარაუდოდ, მისი ნაცნობი მივიდა, სააკაძის ქუჩის მიმართულებით გაიყვანა და 2-ჯერ ესროლა. კისიევი მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
მისი ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაასვენეს.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა პირად კონფლიქტს უკავშირდებოდა.

“კვირას” ინფორმაციით, ბონდო კისიევიც და მისი მკვლელიც წარსულში არაერთხელ არიან ნასამართლევი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობის ჩამდენი პირი უკვე იდენტიფიცირებულია.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები