მეზობლების ინფორმაციით, დიდ დიღომში მოკლული ახალგაზრდა 28 წლის გიორგი წოწორიაა. როგორც ისინი ამბობენ, წოწორიას სახლში მიაკითხეს და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.
“მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში დაჭრილიაო, ყვირილის ხმა გავიგე და გავედი… ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა, არ ვიცი ასეთი სისასტიკით როგორ შეიძლება ადამიანი მოეკლა, ყელიც ჰქონდა გამოჭრილი და მაგის გარდა სხვა ჭრილობებიც… სახლში მიაკითხა მკვლელმა, დაუჭრია და დაჭრილი ჩამოსულა ქვემოთ”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი უკვე ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.