ირაკლი ხმალაძე: თუ სადმე ქაოსური განაშენიანებაა, ეს წლების წინ განხორციელებული მშენებლობები და დარიგებული მშენებლობის ნებართვებია

„დღეს სამშენებლო და გეგმარებითი პოლიტიკა განსხვავებული სტანდარტებით იმართება და თუ სადმე ქაოსური განაშენიანებაა, ეს წლების წინ განხორციელებული მშენებლობები და დარიგებული მშენებლობის ნებართვებია, რომლებსაც რაღაც კონკრეტულ პერიოდში მუნიციპალიტეტი წინ ვერ აღუდგა და განხორციელდა მშენებლობები”, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

“ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მკაცრი გეგმარებითი ზონაა, სადაც დასაშვებია მხოლოდ ერთბინიანი განაშენიანება და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა. მანდ მრავალბინიანი სახლები ვერ აშენდება და ნებისმიერი მიწის ნაკვეთის განაშენიანება უნდა მოხდეს რეგულირების გეგმის საფუძველზე. შესაბამისად, დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ლისის ტბის მიმდინარედ ქაოსური განაშენიანება ამ ქალაქს არ ემუქრება.

დიღმის პარკის განაშენიანებაც მოგვარებადია იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის ამ მიწის ნაკვეთებს, მთლიანად კერძო საკუთრებაში იყო ერთ დროს. ჩვენ დავიწყეთ 4 წლის წინ დიღმის ტყე-პარკში გასხვისებული მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა და მუდმივად რაღაც ნაკვეთის მონაცვლეობა მიმდინარეობს. ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი გამოსყიდული გვაქვს და მას მერე, რაც მუნიციპალიტეტი ბოლომდე დაასრულებს ამ პროცესს შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა დააგეგმაროს და ლამაზი პარკი მოაწყოს. ეს პროცესი იმიტომ საჭიროებს დიდ დროს, რომ მესაკუთრისთვის მისაღები და ღირებულებით შესაბამისი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტში უნდა მოიძებნოს და იმის სანაცვლოდ უნდა გადაეცეს“, – აღნიშნა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები