ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ფაიფურის დასახლებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რა დროსაც მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.