ისტორიაში პირველად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელი 24-საათიანი წყლამომარაგებით სარგებლობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 10 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტები განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის შედეგად, სოფლების: ზემო თელეთის, ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრან-თელეთის, კუმისისა და მუღანლოს 7000-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობს.

პროექტების ფარგლებში, აშენდა 100 კმ-ზე მეტი მაგისტრალი, მოეწყო რეზერვუარი, სატუმბი სადგური, საქლორატოროები, წყალსადენი ქსელი და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიის ხელმძღვანელი – ალექსანდრე თევდორაძე მოადგილესა და ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები