ავტოავარიას ქობულეთში ორი ძმა ემსხვერპლა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოტოციკლი ჯიპს შეეჯახა, რის შედეგადაც ბაიკერები ადგილზე გარდაიცვალნენ.
მოტოციკლი და “ჰიუნდაის” ტიპის ჯიპის შეჯახებისას მოტოციკლზე მჯდომი ორივე ძმა დაიღუპა, ხოლო “ჯიპში” მსხდომი მგზავრებიდან ერთი გარდაიცვალა, ორი ბავშვის მდგომარეობა კი, კრიტიკულია. “ჯიპში” მსხდომები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიკერები გორში მცხოვრები ძმები მაისურაძეები არიან.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები