წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონია / Tsinandali Award 2022 9 დეკემბერს გაიმართება

2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები
პარასკევს, 9 დეკემბერს თეატრალურ სივრცეში “ჰარაკი” დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვლინდება.

2022 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში გამოვლინდებიან:
⦿ თეატრალური ხელოვნება
⦿ კინოხელოვნება
⦿ პროზა
⦿ პოეზია
⦿ მუსიკალური ხელოვნება
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები
⦿ სახვითი ხელოვნება
⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

„წინანდლის პრემია 2022“ ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით ხორციელდება და
პროექტის მხარდამჭერები არიან:
• ქ. თბილისის მერია
• კომპანია „გალფი“
• ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
• საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია
• „ბაზისბანკი“
• კომპანია „ბადაგონი“
• „თიბისი ბანკი“
• „პეესპე“
• „ჰარაკი“, პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა
შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს
ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის
პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა.
პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის
ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია”.
პრემიის ლაურიატები იყვნენ: რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, ნინო კასრაძე, ნიკოლოზ რაჭველი, დავით
დოიაშვილი, გოგი ძოძუაშვილი, ნატო მეტონიძე, გიორგი უშიკიშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, დავით
ქართველიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ყიფშიძე, დეა კულუმბეგაშვილი, გიორგი კეკელიძე, დათა
თავაძე, გიორგი ცაგარელი, მარიამ ხაჭვანი, დეა კულუმბეგაშვილი და სხვა.
„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა
პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა
შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ
ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და
მეცნიერების განვითარებაში.
„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით
მიმდინარეობდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების
პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.
საზოგადოებისთვის ლაურეატების ვინაობა ცნობილი გახდება უშუალოდ „წინანდლის პრემიის“
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც შედგება ა.წ. 9 დეკემბერს 20:00 საათზე თეატრალურ სივრცეში
„ჰარაკი“. მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამარჯვებულ ლაურეატებს, გადაეცემა ფულადი პრემია
ჯილდო, ლაურეატის დიპლომი და სპეციალური პრიზები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:  https://www.facebook.com/TsinandaliAward
http://www.zurabzhvania.ge/winandlis%20premia.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები