სამტრედიაში 13 წლის გოგონას გარდაცვალება სავარაუდოდ შხამიანმა სოკომ გამოიწვია

სამტრედიაში 13 წლის გოგონას მოულოდნელი გარდაცვალება სავარაუდოდ სოკომ გამოიწვია. მოზარდის მეზობელი, ლელა ახობაძე განმარტავს, რომ სიკვდილის გამოწვევ მიზეზს ექსპერტიზა ერთ თვეში დაადგენს.

„ ქუთაისში ექსპერტიტაზე რომ გადაიყვანეს ბავშვზე თქვეს, რომ მას კუჭში სოკო აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, ის მოიწამლა. თუმცა, ექსპერტიზის პასუხი ერთ თვეში გახდება ცნობილი “, – განაცხადა ლელა ახობაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სამტრედიაში 13 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ გოგონას სოკოთი ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნება. სამტრედიის სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, ირაკლი ლაღიძის თქმით კი, გოგონა საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ძალიან მძიმედ იყო. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები