გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ძალების შვიდკაცა რაგბის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდი ტურნირისთვის მზადებას მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გადის. დღეს მორაგბეების ვარჯიშს საწვრთნელ ბაზაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დააკვირდა. გრიგოლ გიორგაძემ მორაგბეებს ტურნირზე გასამართ მატჩებში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში რაგბის განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.
დუბაიში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში 12 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. ტურნირი გაერთიანებულ საამიროებში 29 ნოემბერს დაიწყება.