საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილის პროცესი შესაძლოა, ისევ გადაიდოს
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს. თუმცა, არის მოლოდინი, რომ სხდომა დღესაც გადაიდება, რადგან,
ადვოკატების თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
ცნობისთვის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უკვე 6 თვეზე მეტია, სამედიცინო ცენტრ „ვივამედიში“ იმყოფება.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 2021 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში დააკავა.