სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

დღეს სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. შესაძლოა, სიტყვის უფლებით ისარგებლოს ერთ-ერთმა ბრალდებულმაც, გიორგი კავილაძემ.

სასამართლო სხდომას შესაძლოა, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძეც დაესწროს.

“პირველი ნაწილი იქნება შუამდგომლობის და შესავალი სიტყვებით, რომელიც, რამდენადაც ვიცი, თავად ჩემს დასაცავ პირსაც აქვს გარკვეული მოსაზრებები, რომელსაც ალბათ ის დასაწყისში გამოხატავს. ჩემი დასაცავი პირი თავს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის დაფარვაში და არა ჯგუფურ მკვლელობაში,” – თქვა კავილაძის ადვოკატმა, გიორგი ტურაზიშვილმა.

ცნობისთვის, ჯგუფურად ჩადენილი გაზრახ მკვლელობის საქმეზე გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე პირველმა ინსტანციამ გაამტყუნა. საქალაქო სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები