„მარინა ბერიძე არ მიყვარს, ვერ ვიტან!“

   მომღერალ ეკა კვალიაშვილს მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე არ უყვარს. უფრო მეტიც, მომღერალი კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ვერ იტანს, – ამის შესახებ ეკა კვალიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს. „შეურაცხყოფილი ვართ მომღერლები ამ ქალის ვიგინდარული გამოსვლებით, უზრდელური დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ. შეიძლება, პირადი განწყობა გქონდეთ ვინმეს მიმართ, მაგრამ ამით ხალხი არ უნდა შეაწუხო. მეც არ მიყვარს მარინა ბერიძე, მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტან, მაგრამ როცა საჯარო პირი ვარ, არ მაქვს უფლება, მას სახალხოდ შეურაცხყოფა მივაყენო, მისი საჯარო შეურაცხყოფების ფაქტები არსებობს, რომელიც თან დაერთვება საქმის მასალებს. კვალიაშვილი შეუმდგარი მომღერალიაო, ვინ არის კახა კუხიანიძე, არ ვიცნობ, არ გამიგიაო… კულტურის სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე რომ მუშაობ, შეიძლება, არ იცოდე, ვინ არის კახა კუხიანიძე?! ეს ქალი მთელი ცხოვრება ცუდად გვეხება. როცა იქნება, ხომ უნდა დამთავრდეს. ხომ გინახავთ მედიცინის ემბლემა, გველი რომ არის ჭიქაზე შემოხვეული და შხამს რომ აწვეთებს შიგნით… რა ქნას, ეგეთი დაიბადა“, – აცხადებს ეკა კვალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები