რიონში 22 წლის მამაკაცი დაიხრჩო

  იმერეთში, “გუმათჰესთან”, მდინარე რიონმა 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მაშველებმა გარდაცვლილი წყლიდან ამოიყვანეს. გარდაცვლილი 4 დღის წინ რაჭაში დაიკარგა.
წინასწარი ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა ხევში ჩავარდა და მდინარემ “გუმათჰესთან” გამორიყა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები