სიღნაღის მუნიციპალიტეტში დის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი ბრალს არ ეთანხმება. როგორც ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, დაკავებული მძიმე სტრესულ, შოკურ მდგომარეობაშია და მომხდარის დეტალებზე საუბრის უნარი არ აქვს.
„არის ძალიან შოკურ მდგომარეობაში, რაიმეს გადმოცემის არანაირი უნარი არ აქვს, მძიმე სტრესი აქვს მიღებული და ამ საკითხზე ვერ ლაპარაკობს, ვერაფერს ამბობს. საქმის მასალებს ვეცნობი და შემიძლია, გითხრა, რომ ბრალს არ ეთანხმება, შესაბამისად, იყენებს დუმილის უფლებას“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.